ორქიდეა - "ელისაბედ II" - კვირის პალიტრა

ორქიდეა - "ელისაბედ II"

მას შემდეგ, რაც დედოფალი ელისაბედ მეორე ახლახან, ირლანდიაში ისტორიული ვიზიტის დროს, ადგილობრივი ტერორისტების შეურიგებელ ფრთას სკანდალის გარეშე გადაურჩა (ვიზიტის უსაფრთხოება 48 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდა), მას "გაცილებით სასიამოვნო" ცერემონია ელოდა.

ტაივანელმა მეყვავილეებმა გვირგვინოსანს მისი სახელობის საგანგებოდ გამოყვანილი ორქიდეა მიართვეს. იშვიათი ჯიშებისგან მიღებული ულამაზესი ყვავილი საპატიო ცერემონიას 2 წელი "ელოდა" - საქმე ისაა, რომ 2009 წელს გამოყვანილმა ყვავილმა მხოლოდ 2011 წლის აპრილის ბოლოს "მიიღო ვიზა" - "მებაღეობის სამეფო საზოგადოების" რეგისტრაცია...