ვარსკვლავი დედის "გამოცდა" - კვირის პალიტრა

ვარსკვლავი დედის "გამოცდა"

38 წლის ევა ჰერციგოვამ, რომელმაც მეორე ბავშვი გააჩინა, მშობიარობიდან ორი თვის შემდეგ თავისი სხეულის დემონსტრირება გადაწყვიტა. სად დაემტკიცებინა, რომ კვლავ ბრწყინვალე ფორმაშია - ცნობილი ჟურნალების ფოტოსესიაზე თუ სადმე პლაჟზე? ევამ "ნატურით დამტკიცება" არჩია და უფროს შვილ ჯორჯთან ერთად იტალიის პლაჟები "დააფასა". აქაური პაპარაცების "დოკუმენტებით" კი კარგად გამოჩნდა, რომ პატარასთან მოთამაშე სუპერვარსკვლავმა  მრავალრიცხოვანი მაყურებლის თვალწინ "გამოცდა" უზადოდ ჩააბარა...