მარიკა თხელიძემ და "ოცნების" დეპუტატმა საქორწილო წვეულება გამართეს - კადრები მომღერლის მეგობრებმა გაავრცელეს - კვირის პალიტრა

მარიკა თხელიძემ და "ოცნების" დეპუტატმა საქორწილო წვეულება გამართეს - კადრები მომღერლის მეგობრებმა გაავრცელეს

მომღერალმა მარიკა თხელიძემ და "ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი მანველიძემ საქორწინო წვეულება გუშინ გამართეს.

მომღერლის ქორწილიდან ვიდეოკადრები სოციალური ქსელში პატარძლის მეგობრებმა  ნინი ქარსელაძემ, თიკა ჯამბურიამ გაავრცელეს. "ინსტაგრამზე" ატვირთული ვიდეოებიდან ჩანს, რომ ქორწილში მარიკამაც და მისმა მეგობრებმაც იმღერეს.

სტუმრებს შორის იყვნენ ასევე ანსამბლი "შვიდკაცა" და დათუნა სირბილაძე, რომელთაც სიმღერები საკუთარი რეპერტუარიდან შეასრულეს.

მომღერალ მარიკა თხელიძისა და გიორგი მანველიძის სიყვარულის ისტორიის შესახებ საზოგადოებისთვის რამდენიმე თვისს წინ გახდა ცნობილი. მარიკა წლებია კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ხელოვნების დეპარტამენტში მუშაობს. გიორგი მანველიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრია და ბათუმში ცხოვრობს.

მარიკასა და გიორგის ერთმანეთი საერთო მეგობარმა ნინი ქარსელაძემ გააცნო. სიმპათია პირველივე შეხვედრაზე გაჩნდა, თუმცა დამეგობრდნენ. მოგვიანებით ბათუმში დასასვენებლად

ჩასული მარიკა მალე მიხვდა, რომ მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და სულ სხვა თვალით შეხედა მომავალ ქმარს.

ცნობისთვის, მარიკასთვის და გიორგისთვის ეს მეორე ქორწინებაა და მათ პირველი ქორწინებიდან ორივეს ჰყავთ შვილები.