"13 წლისა ვკვდებოდი და სულ ახალგაზრდა დავრჩებოდი მათ მეხსიერებაში ვისაც ვემახსოვრებოდი..." - რამ გაანაწყენა გიორგი სუხიტაშვილი?
"13 წლისა ვკვდებოდი და სულ ახალგაზრდა დავრჩებოდი მათ მეხსიერებაში ვისაც ვემახსოვრებოდი..." - რამ გაანაწყენა გიორგი სუხიტაშვილი?
გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურად წერს საკუთარ შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხზე. ამჯერად მომღერალი სიბერის თემას შეეხო და დაუფარად გამოხატა საკუთარი გულისწყრომა:
"ხალხო, ეს რა ისტერიკაა, "დაბერდი" ხო? ადამიანები ბერდებიან და მეც ვბერდები. რატომ წერთ ამას თავმომწონედ, თითქოს რამე შეცდომა დამეშვას ან რამეში მაჯობეთ, თქვენი მიღწევა არაა თუ ვინმეზე გვიან დაიბადეთ, ან ვინმეზე გვიან გიჩნდებათ ნაოჭები. ხო , შესაძლოა თქვენი აზრით დავბერდი (მე იმაზე ახალგაზრდად ვგრძნობ თავს ვიდრე 10 წლის წინ),
მაგრამ ამას ასე ირონიით რატომ წერთ? ჩემი დაბერება თქვენი წარმატება რატოა? ბოლო ვიდეოების კომენტარებს გადახედეთ ვისაც არ გინახავთ და ნახავთ ამ თითქმის დამცინავ კომენტარებს.
ყველა უნდა დავბერდეთ და მოვხუცდეთ, თორემ 13 წლისა ვკვდებოდი და სულ ახალგაზრდა დავრჩებოდი მათ მეხსიერებაში ვისაც ვემახსოვრებოდი...
"წვერი გაიპ
არსე", "რას გავხარ" ...
არ გიფიქრიათ, რომ ეს კომენტარები უბრალოდ ცუდად წარმოაჩენს თქვენს ადამიანობას?"- წერს მომღერალი სოციალურ ქსელში. (წყარო)


დეა
19 ივლისი 2021 12:19
გაიხარე გიორგი...ბევრს დანერება რაღაც სასჯელი ჰგონია და უპატივცემულობას ავლენენ.ყველა ტკბილად დააბეროს უფალმა
Leonardo
19 ივლისი 2021 07:25
სოციალური ქსელი დაიპყრო ბოღმა და შურით სავსე საზოგადოებამ. ამაში უკვე ღრმად დავრწმუნდი . ამას წინათ გენერალ შალიკაშვილზე იყო დადებითი პოსტი, როგორც გამოჩენილი ქართველის და კომენტარები სავსე იყო ლანძღვა-გინებით, ქართველისა მარტო გვარი ქონდა რომ რა გაგვიკეთა ჩვენო და უარესები რასაც ვერ დავწერ
მარიამი
18 ივლისი 2021 23:56
შემოგევლეე! საოცარი ხარ, გარეგნობით, ადამიანობით. ღირსეული ქართველი ხარ! ვგიჟდები შენზე! შურთ, რომ ასეთი კარგი ხარ!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები