"13 წლისა ვკვდებოდი და სულ ახალგაზრდა დავრჩებოდი მათ მეხსიერებაში ვისაც ვემახსოვრებოდი..." - რამ გაანაწყენა გიორგი სუხიტაშვილი? - კვირის პალიტრა

"13 წლისა ვკვდებოდი და სულ ახალგაზრდა დავრჩებოდი მათ მეხსიერებაში ვისაც ვემახსოვრებოდი..." - რამ გაანაწყენა გიორგი სუხიტაშვილი?

გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურად წერს საკუთარ შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხზე. ამჯერად მომღერალი სიბერის თემას შეეხო და დაუფარად გამოხატა საკუთარი გულისწყრომა: "ხალხო, ეს რა ისტერიკაა, "დაბერდი" ხო? ადამიანები ბერდებიან და მეც ვბერდები. რატომ წერთ ამას თავმომწონედ, თითქოს რამე შეცდომა დამეშვას ან რამეში მაჯობეთ, თქვენი მიღწევა არაა თუ ვინმეზე გვიან დაიბადეთ, ან ვინმეზე გვიან გიჩნდებათ ნაოჭები. ხო , შესაძლოა თქვენი აზრით დავბერდი (მე იმაზე ახალგაზრდად ვგრძნობ თავს ვიდრე 10 წლის წინ), მაგრამ ამას ასე ირონიით რატომ წერთ? ჩემი დაბერება თქვენი წარმატება რატოა? ბოლო ვიდეოების კომენტარებს გადახედეთ ვისაც არ გინახავთ და ნახავთ ამ თითქმის დამცინავ კომენტარებს. ყველა უნდა დავბერდეთ და მოვხუცდეთ, თორემ 13 წლისა ვკვდებოდი და სულ ახალგაზრდა დავრჩებოდი მათ მეხსიერებაში ვისაც ვემახსოვრებოდი...

"წვერი გაიპარსე", "რას გავხარ" ...

არ გიფიქრიათ, რომ ეს კომენტარები უბრალოდ ცუდად წარმოაჩენს თქვენს ადამიანობას?"- წერს მომღერალი სოციალურ ქსელში. (წყარო)