"დაუგეგმავი" სტრიპტიზი - კვირის პალიტრა

"დაუგეგმავი" სტრიპტიზი

ამ ბოლო დროს სასამართლო სკანდალებით დატანჯულ ლინდსი ლოჰანს კურიოზებიც თან სდევს. უსიამოვნებათა ფონზე შესუქებული ვარსკვლავი ჯავრიან გულზე მაიამის პლაჟებს მეგობრებთან ერთად ქარიან ამინდში ეწვია.

შედეგად კი დაუგეგმავი "სტრიპტიზი" მიიღო - მოზრდილი ტალღა მამაკაცების გასახარად ლინდსის "ეძგერა" და მკერდი მთლიანად მოუშიშვლა... სანამ ვარსკვლავი ტალღას მოერია და ბიუსტჰალტერის შეკვრა მოასწრო, პროფესიონალმა პაპარაცებმა, რასაკვირველია, "მთავარის" გადაღება მოასწრეს.