"აკრძალული ყველი" გემრიელია... - კვირის პალიტრა

"აკრძალული ყველი" გემრიელია...

გლოსტერშირის საგრაფოში კუპერის ბორცვიდან გლოსტერული ყველის "დაგორების" საუკუნოვანი ტრადიცია პოლიციამ აკრძალა - ციცაბო ფერდობზე  ყველის თავის დევნა დიდი ტრავმიანობის გამო ჯანმრთელობისთვის სახიფათოდ ცნეს.

თუმცა წელს ორგანიზატორებმა კონკურსის ნაკლებად ციცაბო ბორცვზე გადატანაზე სასტიკი უარი თქვეს და პოლიციის იქ ყოფნის მიუხედავად, ყველი მაინც დააგორეს... "აკრძალული ყველი" მამაკაცებში 23 წლის კრის ანდერსონს, ხოლო ქალებში - 14 წლის ჯო გესტს ერგოთ.