"სრული განუკითხაობაა და პატრონი არ ჰყავს აქაურობას!" - რას წერს ეკო ფანგანი
"სრული განუკითხაობაა და პატრონი არ ჰყავს აქაურობას!" - რას წერს ეკო ფანგანი
მოდელი და ტელეწამყვანი ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ბათუმიდან, სადაც საუბრობს მოსახლეობის მხრიდან კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული წესებისა და რეგულაციების უგულებელყოფისა და არდაცვის თაობაზე:

"შრომის ინსპექცია/Labour Inspection Office ბათუმში ნამყოფები ხართ?! სურსათის მაღაზიებშიც კი არავის უკეთია პირბადე, მათ შორის გამყიდველებსაც!

სრული განუკითხაობაა და პატრონი არ ჰყავს აქაურობას!


შარშან მათ გამო ჩავიკეტეთ და წელსაც მათ გამო რატომ უნდა ჩავიკეტოთ ჩვენ, ვინც ყველანაირ რეგულაციას ვიცავთ და ვინც აცრილები ვართ?

ყველა ჯიხურში,
ყველა მაღაზიაში, ყველა სასტუმროში და ყველა რესტორანში უნდა შეხვიდეთ. 99,9 % ეს სიტუაციაა და, იქნებ, მიიღოთ რამე ზომები, რომ ვინმემ ცოტაოდენი სიფრთხილე
თქვენი შიშით მაინც გამოიჩინოს!", - წერს ფანგანი.

ნათია
20 ივლისი 2021 17:27
ამ რამდენიმე დღის უკან ვიყავი ბათუმში და ძალიან გამიკვირდა, რომ ნიღაბი ძალიან ცოტა ადამიანს ეკეთა.
ჯანო
20 ივლისი 2021 12:31
არადა anna 1000% იანს ამბობს, მართლა ,რო მასე იყო. დილით გახვიდიდი ბულვარში საბანაოდ და ახალგაზრდები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ღამის კლუბების წინ გათიშულები ეყარნენ ირგვლივ.
20 ივლისი 2021 11:57
ანა თქვენი აზრით დასშვებია პირადი უსაფრთხოების დაუცველობა და მისაღებია რაც ეკომ აღწერა?ამით მეც,თქვენც და ყველას გვექმნება საფრთხე.მე უკვე დავკარგე მეუღლე ზოგიერთის უპასუხისმგებლო საქციელის გამო...არ მინდა შვილები და შვილიშვილებიც დავკარგო...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები