"სრული განუკითხაობაა და პატრონი არ ჰყავს აქაურობას!" - რას წერს ეკო ფანგანი - კვირის პალიტრა

"სრული განუკითხაობაა და პატრონი არ ჰყავს აქაურობას!" - რას წერს ეკო ფანგანი

მოდელი და ტელეწამყვანი ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ბათუმიდან, სადაც საუბრობს მოსახლეობის მხრიდან კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული წესებისა და რეგულაციების უგულებელყოფისა და არდაცვის თაობაზე:

"შრომის ინსპექცია/Labour Inspection Office ბათუმში ნამყოფები ხართ?! სურსათის მაღაზიებშიც კი არავის უკეთია პირბადე, მათ შორის გამყიდველებსაც!

სრული განუკითხაობაა და პატრონი არ ჰყავს აქაურობას!

შარშან მათ გამო ჩავიკეტეთ და წელსაც მათ გამო რატომ უნდა ჩავიკეტოთ ჩვენ, ვინც ყველანაირ რეგულაციას ვიცავთ და ვინც აცრილები ვართ?

ყველა ჯიხურში, ყველა მაღაზიაში, ყველა სასტუმროში და ყველა რესტორანში უნდა შეხვიდეთ. 99,9 % ეს სიტუაციაა და, იქნებ, მიიღოთ რამე ზომები, რომ ვინმემ ცოტაოდენი სიფრთხილე თქვენი შიშით მაინც გამოიჩინოს!", - წერს ფანგანი.