"ადვილია კარგი ხასიათით ცხოვრება, როდესაც ბედნიერი ვარ, ამ ყველაფერს სხვასაც ვუზიარებ და მგონია, რომ გადამდებია"
"ადვილია კარგი ხასიათით ცხოვრება, როდესაც ბედნიერი ვარ, ამ ყველაფერს სხვასაც ვუზიარებ და მგონია, რომ გადამდებია"
ქართველი მოდელი რუსა ჩაჩუა 4 შვილის დედაა. ერთი შეხედვით, სულ ვერ შეატყობთ რომ დიდი ოჯახის დიასახლისია, დედობას, მოდელობას და სულ ფორმაში ყოფნას ახერხებს, მუდამ ანათებს და თავისი დახვეწილობით ყველას ყურადღებას იქცევს. რუსა დიდი ხანია პრესაში არ გამოჩენილა, ბომონდს კი თავის მოვლაზე, ზაფხულსა და მოდაზე ესაუბრა.

- პირველ რიგში, სად აპირებთ დასვენებას?
- მთელი ოჯახი აგარაკზე ვართ და ვფიქრობთ, ამ ზაფხულში სხვადსხვა ადგილს მოვინახულებთ. საზღვარგარეთ წასვლას არ ვგეგმავთ, ვუფრთხილდებით თავს. უკვე
ყველამ გავიკეთეთ აცრა და ყოჩაღად ვართ. ვაპირებთ ერთი კვირით კახეთში და შემდეგ ზღვაზე წავიდეთ, ამ წელს საქართველოს მოვივლით, იმ ადგილებსაც ვნახავთ, სადაც აქამდე არ ვყოფილვართ.

- ზაფხულია, ცხელი და მზიანი სეზონი, როგორ უვლით სახის კანს ზაფხულში?
- დიდი რაოდენობით წყალს ვსვამ, რადგან ამ სიცხეში ორგანიზმიდან
ბევრი წყალი ორთქლდება, ასევე მივირთმებ ხილს და იმ პროდუქტებს, რომლებიც წყალს შეიცავს. დროდადრო მსუბუქი ნიღბებითა და საცხებით ვუვლი სახის კანს, სიცხეში მძიმე და ცხიმიანს ვერ ვიყენებ. ასევე ვცდილობ არ დამავიწყდეს მზისგან დამცავი. ცოტახნისწინ ბავშვები მყავდნენ აუზზე, სახე დავიცავი, ტანზე არაფერი წავისვი და დავიწყვი, არ მიყვარს არასწორად რუჯის მიღება. ბოლო წლებია რუჯსაც ვერიდები, ჯანსაღი ცხოვრების წესს მივსდევ ჩემი შვილებისთვის მაგალითი ვარ. სწორად ვიკვებები და რუჯსაც მხოლოდ დილაობით ვიღებ. ყველას ვურჩევ, აუცილებლად გამოიყენონ მზისგან დამცავი.

- მუდამ მბზინვარე თმა გაქვთ, რომელ პროდუქტებს იყენებთ ამისთვის?
- ვცდილობ თმა ბუნებრივად გამიშრეს და საშრობი არ გამოვიყენო, ასევე წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ვიღავებავ თმას. ვიყენებ თმის ნიღბებს, იმისთვის რომ სირბილე და ბზინვარება შევუნარჩუნო მას. სხვადსხვა ეთერზეთების მოყვარული ვარ, როცა დრო მაქვს აბუსალათინის ზეთს, კვერცხის გულს და E ვიტამინს ვიყენებ ხოლმე.

კვერცხს ვურევ E ვიტამინს, შემდეგ აბუსალათინის ზეთს და ნიღაბივით ვიტან თმაზე, როგორცკი შეშრება ჩამოვიბან და ძალიან კარგ შედეგს მაძლევს. სადილისთვის არასდროს ვიყენებ ნაყიდ მაიონეზს, ყოველთვის სახლში ვამზადებ მას, კვერცხის გულის, ზეითუნის ზეთის და რამდენიმე ინგრედიენტისგან. თუ ეს მაიონეზი მომრჩება და ცოტა დროსაც გამოვნახავ, ამ ნიღაბსაც ვიდებ თმაზე, კარგი შედეგი აქვს, არბილებს და აჯანსაღებს ნებისმიერი ტიპის თმას, რაც მთავარია სალხის მაიონეზი ბუნებრივია და არ შეიცავს არანაირ დანამატებს.

- სახლში დამზადებული სახის საყვარელი ნიღბებიც ხომ არ გაქვთ?

- სახისთვის ვიყენებ ხოლმე კიტრს, ატენიანებს კანს და დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს, ასევე ნიღბის სახით ვიდებ ხოლმე არაჟანს და როდესაც ოდნავ შეშრება ჩამოვიბან. კანი ხდება მკვრივი, დატენიანებული და ცხიმიანობასაც არეგულირებს. განაგრძეთ კითხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები