"მისთვის არა­ფე­რია ღირ­სე­ბა­ზე და სამ­შობ­ლო­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი" - მიხეილ სააკაშვილი ბუბა კიკაბიძეს დაბადების დღეს ულოცავს. - კვირის პალიტრა

"მისთვის არა­ფე­რია ღირ­სე­ბა­ზე და სამ­შობ­ლო­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი" - მიხეილ სააკაშვილი ბუბა კიკაბიძეს დაბადების დღეს ულოცავს.

ბუბა კიკაბიძე დღეს იუბილარია. ცნობილი მომღერალი და კინომსახიობი 83 წლის გახდა. მას დაბადების დღეს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ულოცავს:

"დღეს ჩემი ახლო მეგობრის და თანამებრძოლის, ბუბა კიკაბიძის დაბადების დღეა. ძალიან ბევრი წელია მე ის ძალიან მიყვარს, თუმცა უკანასკნელი 20 წელია, რაც ჩვენ დავმეგობრდით და ამით ძალიან ვამაყობ. ის ერთ-ერთია იმ ღირსეულ ადამიანთა შორის, ვისაც კი ცხოვრებაში შევხვედრივარ, ვისთვისაც არაფერია ღირსებაზე და სამშობლოზე უფრო მნიშვნელოვანი. ვუსურვებ მას ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს!" - წერს სააკაშვილი.