დიდად საჩინო ჩინური ჩემოდანი - კვირის პალიტრა

დიდად საჩინო ჩინური ჩემოდანი

ჩინეთში რეკლამის მიზნით დაამზადეს ცნობილი დიზაინერის, ლუის ვიტონის  გიგანტური ჩემოდანი, რომელიც შანხაის ცენტრალურ ქუჩაზე დგას.

"სუპერჩემოდანს" მუშები რამდენიმე დღე-ღამე შეუსვენებლად აშენებდნენ. თურმე იმის გამო, რომ  ფირმა არ აცხადებს, რამდენ ხანს უნდა "იდგეს" გიგანტური ჩემოდანი ქუჩაში, მერია ამ პრომოაქციით აღშფოთებულია, მაგრამ ცნობილი ბრენდი და მისი ადვოკატები მზად არიან ჩინელ ჩინოსანთა შეტევის მოსაგერიებლად...