მამლის "სათვალე" - კვირის პალიტრა

მამლის "სათვალე"

ჩინეთის ერთ-ერთ  ფერმაში მამლების ჩხუბმა რატომღაც სისტემატური და დაუნდობელი ხასიათი მიიღო. მეპატრონეებმა ბევრი იწვალეს და გამოსავალს მიაგნეს - მხედველობის არის მკვეთრად შემზღუდავი პლასტიკური "მინისათვალეები" ჩხუბისთავებს ნისკარტზე მიამაგრეს... მამლები მეტოქეს ვეღარ ამჩნევენ და ფერმაში სიწყნარემ დაისადგურა.