"ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­დან სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში ვმოგ­ზა­უ­რობთ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­დან სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში ვმოგ­ზა­უ­რობთ"

რეპერი ბერა ივანიშვილი რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში აღარ იმყოფება. ამ პერიოდის განმავლობაში იშვიათად ჩნდებოდა სოციალურ ქსელებშიც, თუმცა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ კვლავ გააქტიურდეს.

რეპერმა გამომწერებს ახალი ვიდეოები გაუზიარა. როგორც ერთ-ერთი ვიდეოდან ირკვევა, ის ცოლთან, ნანუკა გუდავაძესთან ერთად, სამხრეთ კორეაშია.

"ჩვენ საქართველოდან სამხრეთ კორეაში ვმოგზაურობთ", - წერს ბერა ვიდეოს აღწერაში.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ბერასა და ირაკლი ღარიბაშვილის ფარული ჩანაწერები გავრცელდა, მალევე ბერა საქართველოდან ოჯახთან ერთად წავიდა. წასვლამდე კი ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში თქვა, რომ მის სოციალურ ქსელებს გამუდმებით "არეპორტებდნენ". განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო