მფრინავი სიკვდილი - კვირის პალიტრა

მფრინავი სიკვდილი

ადამიანისთვის ყველაზე საშიში მწერია კრაზანისებრთა ოჯახის წარმომადგენელი "გიგანტური აზიური ონავარი" (Vespa mandarina japonica), რომელიც იაპონიასა და ინდოჩინეთში ბინადრობს.

ისინი ქალაქებთან საკმაოდ ახლოს ცხოვრობენ და მათი მსხვერპლი წელიწადში  40 ადამიანი მაინც ხდება. ეს 5 სმ სიგრძის "მონსტრი" სხვა მწერებითა და მათი კვერცხებით იკვებება. ფუტკრის სკის აღმოჩენის შემთხვევაში 30. 000-მდე ფუტკარს 30 ონავარი 3 საათში სულ ანაკუწებს და კვერცხები მიაქვს...

მისგან გაქცევა ადამიანისთვის შეუძლებელია, რადგან 80 კმ/სთ სისწრაფით დაფრინავს. მკვლელი ხორთუმიდან დამიზნებით ასხამს ადამიანს ქსოვილების დამშლელ მჟავას, თანაც თვალში უმიზნებს. მის შხამში არსებული სპეციალური ნივთიერებები სხვა "ონავრებსაც" იზიდავს და მსხვერპლისკენ ისინიც მსწრაფლ მოფრინავენ, რაც გადარჩენის შანსს თითქმის არ ტოვებს და ადამიანი ტანჯვით კვდება.