"ჭიანჭველა-ტყვია" - კვირის პალიტრა

"ჭიანჭველა-ტყვია"

ლათინური ამერიკის ტროპიკული ტყეების ბინადარი 2,5 სმ სიგრძის ჭიანჭველა, ე.წ. "ჭიანჭველა-ტყვია" (Paraponera clavata) ზომით ჭიანჭველებში მეორეა, თუმცა ყველაზე საშიში.

ის ხეზე ცხოვრობს და თუ იგრძნო, რომ მის ბუდეს საფრთხე ემუქრება, ტყვიასავით ზედ ეცემა ხის ქვეშ მდგომ ადამიანს. შეტევის წინ გასაფრთხილებლად "შიშინს" იწყებს და უსიამოვნო სუნს გამოყოფს, შეტევაზე გადასვლისს კი, თავზარდამცემ ხმას გამოსცემს. მისი კბენით გამოწვეულ ტკივილს ბიოლოგ ჯასტინ შმიდტის მიერ შედგენილ "მწერების კბენისგან გამოწვეულ ტკივილის სკალაში" პირველი ადგილი უჭირავს (სხვათა შორის, აბორიგენი ტომები "ჭიანჭველა-ტყვიას" კბენით "ვაჟკაცობის გამოცდებს" აწყობენ).

ნაკბენისგან გვარიანი ნაიარევი რჩება, რამდენიმე ჭიანჭველის შეტევის შემთხვევაში კი გადარჩენა სათუოა. ნეიროპარალიზური შხამი - პონერატოქსინი 24 საათზე მეტხანს მოქმედებს, იწვევს კრუნჩხვებს და ანაფილაქსიურ შოკს...