რეპერი ბერა ივანიშვილი რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში აღარ იმყოფება. ამ პერიოდის განმავლობაში იშვიათად ჩნდებოდა სოციალურ ქსელებშიც, თუმცა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ კვლავ გააქტიურდეს.რეპერმა გამომწერებს ახალი ვიდეოები გაუზიარა. როგორც ერთ-ერთი ვიდეოდან ირკვევა, ის ცოლთან, ნანუკა გუდავაძესთან ერთად, სამხრეთ კორეაშია.როგორც ჩანს, ივანიშვილების ოჯახის პატარა წევრი ბერუკაც მოხვდა მშობლების ვიდეოში. ბერამ ბერუკასთან ერთად გადაღებული სახალისო ვიდეო "ინსტაგრამზე" ატვირთა:"ურაა! დაარტყი, მა, ჯერ ხელი, მერე მუშტი, ახლა თითები" - ეუბნება ბერა შვილს, რომელმაც სათამაშო მანქანა გააგორა.