"ურაა! დაარტყი, მა, ჯერ ხელი, მერე მუშტი..." - ბერა ივანიშვილისა და ბერუკას სახალისო ვიდეო "ინსტაგრამიდან" - კვირის პალიტრა

"ურაა! დაარტყი, მა, ჯერ ხელი, მერე მუშტი..." - ბერა ივანიშვილისა და ბერუკას სახალისო ვიდეო "ინსტაგრამიდან"

რეპერი ბერა ივანიშვილი რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში აღარ იმყოფება. ამ პერიოდის განმავლობაში იშვიათად ჩნდებოდა სოციალურ ქსელებშიც, თუმცა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ კვლავ გააქტიურდეს.

რეპერმა გამომწერებს ახალი ვიდეოები გაუზიარა. როგორც ერთ-ერთი ვიდეოდან ირკვევა, ის ცოლთან, ნანუკა გუდავაძესთან ერთად, სამხრეთ კორეაშია.

როგორც ჩანს, ივანიშვილების ოჯახის პატარა წევრი ბერუკაც მოხვდა მშობლების ვიდეოში. ბერამ ბერუკასთან ერთად გადაღებული სახალისო ვიდეო "ინსტაგრამზე" ატვირთა:

"ურაა! დაარტყი, მა, ჯერ ხელი, მერე მუშტი, ახლა თითები"  - ეუბნება ბერა შვილს, რომელმაც სათამაშო მანქანა გააგორა.