"მოხეტიალე" ხიფათი - კვირის პალიტრა

"მოხეტიალე" ხიფათი

10 სმ სიგრძის "ბრაზილიური მოხეტიალე ობობა" ძალიან სწრაფი და აქტიურია. "მოხეტიალე" მას იმიტომ ჰქვია, რომ მომთაბარეა - არც ქსელს იკეთებს, არც ბუდეს და სულ მოძრაობს.

მიუხედავად იმისა, რომ მისი შხამიანობა ჩამორჩება ობობა "შავი ქვრივისას," ის მაინც ძალიან საშიშია. ადამიანს თავს პირველი არ ესხმის, მაგრამ ადგილობრივები მას კარადებსა თუ ყუთებში ხშირად პოულობენ - განსაკუთრებით უყვარს ბანანი, ამიტომ ხანდახან "ბანანის ობობასაც" უწოდებენ, თუმცა მისი ძირითადი საკვები მწერები, მომცრო ჩიტები და ხვლიკებია.

მოზრდილი ადამიანისთვის მისი შხამი სასიკვდილო არ არის, თუმცა მოხუცის, ბავშვის ან ავადმყოფისთვის მეტად სახიფათოა. კბენა მეტად მტკივნეულია, შხამი შეიცავს ძლიერ ნეიროტოქსინებს, თუ დროული სამედიცინო დახმარება არ გაეწია, ადამიანი 2-6 სთ-ში სუნთქვითი კუნთების დამბლით იღუპება. საინტერესოა, რომ შხამი ასევე შეიცავს ტოქსინს, რომელიც მამაკაცებში ხანგრძლივ და მტკივნეულ ერექციას იწვევს... გადარჩენილი დაკბენილები ამბობენ, რომ მათი სექსუალური შესაძლებლობები მკვეთრად გაუმჯობესდა. მედიკოსები "მოხეტიალის" შხამით ვიაგრაზე ეფექტიანი წამლის შექმნაზე მუშაობენ.