"საშინელი ბულინგის მსხვერპლი ვიყავი... ბევრი ოჯახი გამოვიცვალე, ზოგიერთი მაგდებდა სახლიდან..." - კვირის პალიტრა

"საშინელი ბულინგის მსხვერპლი ვიყავი... ბევრი ოჯახი გამოვიცვალე, ზოგიერთი მაგდებდა სახლიდან..."

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელი და ორგანიზატორი, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სოფო ჭყონია იხსენებს ბავშვობის იმ ეპიზოდს, როცა მამამ, თემურ ჭყონიამ თურქეთში წაიყვანა, რომ "კოკა კოლას" წარმომადგენლებთან ხელშეკრულების დადების პროცესში, როგორც თარჯიმანი დახმარებოდა.

მაშინ სოფო სულ რაღაც 12 წლის იყო და მამას ყველაზე მნიშვნელოვანი ლიცენზიის მოპოვებაში დაეხმარა:

"კოკა კოლა" უნდა შემოსულიყო საქართველოში და ამერიკელებთან შეხვედრა თურქეთში იყო დაგეგმილი... ოჯახში ინგლისური მხოლოდ მე ვიცოდი და მანქანით წავედით თურქეთში - მე ვიყავი თარჯიმანი, მამაჩემი იჯდა საჭესთან. გავიარეთ ბნელი, 90-იანი წლების საქართველო და ჩავედით სტამბოლამდე.

ისინი იყვნენ შოკში, იმიტომ, რომ ჩამოვიდა კაცი საკუთარი მანქანით, თვითონ საჭესთან და 12 წლის ბავშვი, რომელმაც უნდა ითარჯიმნოს. მგონი მაგიტომაც მისცეს ლიცენზია, მსგავსი შემთხვევა არ ჰქონიათ...

მაშინ სტამბოლიც საშინელი ქალაქი იყო. ვცხოვრობდით საშინელ უბანში, ჩვენი სასტუმროს ფანჯრებთან მთელი ღამე ჩხუბობდნენ რუსის ქალები, რაღაც ფულს ვერ იყოფდნენ - აი, ეს ყველაფერი მახსოვს, მაგრამ საბოლოოდ, "კოკა კოლა" გაიხსნა საქართველოში" - ამბობს ჭყონია "პირველი არხის" გადაცემაში "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე".

სოფო ჭყონიამ საკუთარ შვილებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათთან ურთიერთობაში ცდილობს, ხელი არ შეუშალოს და საჭირო დროს იდგეს მათ გვერდით:

"მე მიმაჩნია, რომ თავის შეცდომებზეც თვითონ უნდა ისწავლოს. ვერ იზამ იმას, რომ შენი შვილი იყოს სრულიად მოწყვეტილი და ყოველთვის უფრთხილდებოდე მას. უნდა დაუშვას შეცდომები და მათზე უნდა ისწავლოს. გააგრძელეთ კითხვა