ნინო შუბლაძე დაქორწინდა - ვინ არის ჟურნალისტის რჩეული შსს-ს ექსმაღალჩინოსანი? - კვირის პალიტრა

ნინო შუბლაძე დაქორწინდა - ვინ არის ჟურნალისტის რჩეული შსს-ს ექსმაღალჩინოსანი?

ნინო შუბლაძე დაქორწინდა. ჟურნალისტის რჩეული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ვალერი თელია გახლავთ.

"რა აღარ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამ ბოლო პერიოდში... ამდენი ტკივილის და ცუდის მერე - ერთი კარგი ამბავიც მაქვს. როგორც იქნა, დავიყარეთ თავი ერთად და გავხდით ასე დიდი ოჯახი, მე ვალერი და ჩვენი უსაყვარლესი ბევრი შვილი", - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

ნინო შუბლაძე ერთხელ უკვე გახლდათ დაოჯახებული. მისი მეუღლე ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ფარულავა გახლდათ. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს და წლებია განქორწინებულები არიან.

რამდენიმე თვის წინ ნინო შუბლაძის უფროსი და სოფო შუბლაძე კორონავირუსით გარდაიცვალა.

სოფო შუბლაძეს ერთი ქალიშვილი დარჩა, რომელიც დეიდასთან და ბებია-ბაბუასთან იზრდება. გაგრძელება