"სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს ვე­ძებ" - რატომ დაინტერესდა ჰოლივუდის ვარსკვლავი საქართველოთი
"სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს ვე­ძებ" - რატომ დაინტერესდა ჰოლივუდის ვარსკვლავი საქართველოთი
ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის, ჯო­ზეფ გორ­დონ-ლე­ვი­ტის პოსტმა დღეს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. მსა­ხი­ობ­მა თბი­ლი­სის ფოტო შემ­დე­გი წარ­წე­რით გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"აქ ვინ­მე არის ისე­თი, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს? ახა­ლი პრო­ექ­ტის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს ვე­ძებ. მო­ძებ­ნეთ თქვენ მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლი­თაც ამა­ყობთ და აქ და­პოს­ტეთ", - წერს ლე­ვი­ტი და ახა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მის, hitrecord.org ლინკს უთი­თებს.

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ქარ­თვე­ლე­ბის მხრი­დან მსა­ხი­ო­ბის მი­მარ­თვას დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. 6 სა­ათ­ში მის­მა სტა­ტუს­მა 9 200-ზე
მეტი ემო­ცია, 736-ზე მეტი გა­ზი­ა­რე­ბა და 3 800-ზე მეტი კო­მენ­ტა­რი მო­აგ­რო­ვა. პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში გა­და­ღე­ბულ არა­ერთ ფო­ტოს ნა­ხავთ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსა­ხი­ობს ფე­ის­ბუქ გვერ­დზე სხვა პოს­ტებ­საც შეხ­ვდე­ბით, სა­დაც ის სხვა­დას­ხვა ერის წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­მარ­თავს, რომ თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის ფო­ტო­ე­ბი ატ­ვირ­თონ. მათ შო­რის, პო­ლო­ნე­ლებს, ტან­ზა­ნი­ე­ლებს, ვი­ეტ­ნა­მე­ლებს, და­ნი­ე­ლებს და ა.შ.

რა­ტომ
ითხოვს ჯო­ზეფ გორ­დონ-ლე­ვი­ტი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას? განაგრძეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები