"სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს ვე­ძებ" - რატომ დაინტერესდა ჰოლივუდის ვარსკვლავი საქართველოთი - კვირის პალიტრა

"სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს ვე­ძებ" - რატომ დაინტერესდა ჰოლივუდის ვარსკვლავი საქართველოთი

ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯოზეფ გორდონ-ლევიტის პოსტმა დღეს სოციალური ქსელის ქართველი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. მსახიობმა თბილისის ფოტო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა:

"აქ ვინმე არის ისეთი, ვინც საქართველოში ცხოვრობს? ახალი პროექტისთვის საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ვეძებ. მოძებნეთ თქვენ მიერ გადაღებული ფოტოები, რომლითაც ამაყობთ და აქ დაპოსტეთ", - წერს ლევიტი და ახალი სოციალური პლატფორმის, hitrecord.org ლინკს უთითებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველების მხრიდან მსახიობის მიმართვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 6 საათში მისმა სტატუსმა 9 200-ზე მეტი ემოცია, 736-ზე მეტი გაზიარება და 3 800-ზე მეტი კომენტარი მოაგროვა. პოსტის კომენტარებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებულ არაერთ ფოტოს ნახავთ.

აღსანიშნავია, რომ მსახიობს ფეისბუქ გვერდზე სხვა პოსტებსაც შეხვდებით, სადაც ის სხვადასხვა ერის წარმომადგენლებს მიმართავს, რომ თავიანთი ქვეყნის ფოტოები ატვირთონ. მათ შორის, პოლონელებს, ტანზანიელებს, ვიეტნამელებს, დანიელებს და ა.შ.

რატომ ითხოვს ჯოზეფ გორდონ-ლევიტი სხვადასხვა ქვეყნების ფოტოების გამოქვეყნებას? განაგრძეთ კითხვა