"მე არავის ვაძალებ, მაგრამ ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას, ფაქტია, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს" - კვირის პალიტრა

"მე არავის ვაძალებ, მაგრამ ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას, ფაქტია, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს"

საქართველოში კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები უკვე ჩამოსულია, თუმცა აცრის გაკეთების მსურველი არც ისე ბევრია. ზოგი არსებულ ვაქცინას იწუნებს, ზოგს კითხვებზე გაურკვეველი პასუხები რჩება და ამიტომ იკავებს თავს აცრისგან. საბედნიეროდ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჩაერთო ვაქცინაციის პროცესში და მოხარულები არიან, რომ გადადგეს თავისი წილი ნაბიჯი კოვიდ 19-ის დამარცხების პროცესში. ერთ-ერთი ასეთი არის ტელეწამყვანი გვანცა დარასელია.

- სინოფარმით სრულად ვაქცინირებული ვარ, დაახლოებით 2 თვეა. ჩემი ოჯახის წევრების 90% - დედაჩემი, მამაჩემი, ბებია, ჩემი დედამთილი, მამამთილი, მეგობრების უდიდესი ნაწილი აცრილია, უფროსები - "ასტრაზენეკათი", ჩემი

თაობის წარმომადგენლები - "სინოფარმით".

- კარგია, რომ გვერდით ამდენი აცრილი ადამიანი გყავს. გართულება რომელიმეს შემთხვევაში, თუნდაც მცირედი, ხომ არ დაფიქსირებულა?

- გართულებას ვერ დავარქმევ, ამას ჰქვია გვერდითი მოვლენები, რომელიც ყველა ვაქცინას ახლავს, მათ შორის ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ ბავშვთა აცრებს, რომელსაც შვილებს ვუკეთებთ ხოლმე. რაც შეეხება ხსენებულ გვერდით მოვლენებს, ეს იყო ადგილობრივად ნანემსრის ოდნავ ტკვილი და მეორე დოზის შემდეგ რამდენიმესაათიანი სისუსტე და სახსრების ტკივილი. რაც შეეხება "ასტრაზენეკას", ჩემი ოჯახის ერთ-ერთ წევრს ჰქონდა ტემპერატურა 1 დღე მხოლოდ და სულ ეს იყო, მეორე დღეს უკვე თავს კარგად გრძნობდა.

- როგორც ცნობილია 16 წლიდან ფაიზერით აცრით რეკომენდაციას გვაძლევენ, შვილები რომ გყავდეს სრულწლოვანი, გაუკეთებდი ვაქცინას?

- მგონია, რომ გავუკეთებდი, იმიტომ, რომ თუ

ჩვენ სრულწლოვანები ვიცრებით, რატომ არ უნდა აიცარან ისინი?!

- ანტივაქსერებს, ან იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს ვაქცინაციის პროცესში ჩართვაზე, რას ეტყოდი?

- მე მესმის სრულიად ასეთი ადამიანების, ეს არის ადამიანის უფლება, თავად გადაწყვიტოს, მის ორგანიზმში რა ნივთიერება შეიყვანოს. თუმცა, მათაც და ჩემს გამომწერებსაც ვეტყვი, რომლებთანაც ხშირად მაქვს აზრთა გაცვლა-გამოცვლა ამ თემაზე, მესმის, რომ არსებობს კითხვები, გასაგებია, რომ არ არის გასული ბევრი წელი ვაქცინის შექმნიდან, არ ვიცით რა შედეგს მოიტანს ეს გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ მიუხედევად იმ ერთეული გართულებებისა, რაც შეიძლება მოჰყვეს ვაქცინაციას, ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი: ან ვაქცინა, ან კოვიდი. ვთვლი, რომ კოვიდით გამოწვეული ზიანი პირველ რიგში ჯანმრთელობისთვის, მეორე რიგში ფსიქიკისთვის, მესამე რიგში სოციალური ცხოვრების შეწყვეტისა და ჯოჯოხეთური დღეების გავლის თვალსაზრისით, არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე ვაქცინაციის. დათვლილია და 4 მილიარდამდე დოზაა მსოფლიოში გაკეთებული, რის ფონზეც გართულების შემთხვევები საკმაოდ დაბალია, ამის პარალელურად, კოვიდით გარდაცვლილი ადამიანების ჯამური რაოდენობა საქართველოში 6000-ს უახლოვდება. ცნობილია, რომ აცრილი ადამიანები უფრო ადვილად უმკლავდებიან ამ ვირუსს და თავიდან ირიდებენ მძიმე გართულებებს, ჰოსპიტალიზაციას. მე არავის არ ვაძალებ, მაგრამ ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას, მე ასე ვფიქრობ და ასე ვგრძნობ, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი ალტერნატივა. კიდევ სხვა გზა რომ არსებობდეს, დავფიქრდებოდი ნამდვილად, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

თამუნა მუსერიძე:

- ჯერ არ ვარ ვაქცინირებული, თუმცა ვაპირებ.

- აქამდე რატომ არ აიცერით? გააგრძელეთ კითხვა