"სამეფო ოჯახის ქალბატონები არასდროს სხედან ფეხი-ფეხზე გადადებულები მათ ჯდომის ეს სტილი ეკრძალებათ" - სამეფო ოჯახის 10 წესი, რომლის დაცვა ყველა ოჯახის წევრს ევალება - კვირის პალიტრა

"სამეფო ოჯახის ქალბატონები არასდროს სხედან ფეხი-ფეხზე გადადებულები მათ ჯდომის ეს სტილი ეკრძალებათ" - სამეფო ოჯახის 10 წესი, რომლის დაცვა ყველა ოჯახის წევრს ევალება

სამეფო ოჯახის წევრობა იმაზე რთული და სტრესულია ვიდრე ეს გარედან ჩანს. მუდმივი წესები, გამოგონილი, აბსურდული პროტოკოლები და ათასობით თვალი, რომელიც ყველა მათ ნაბიჯს აკონტროლებს. ამ თემაზე პრინც ჰარის არაერთხელ უსაუბრია და თუ მის ინტერვიუებს მოუსმენთ, დარწმუნდებით რომ სამეფო ოჯახის წესებიდან რამდენიმე მართლაც იმდენად აბსურდულია რომ მისი დაცვაც კი სასაცილოდ ჟღერს, თუმცა თუ გინდა ბრიტანეთის ოჯახის წევრი იყო იქაური ქუდი უნდა დაიხურო და დედოფლის ყველა მოთხოვნას დაემორჩიოლო.

სულ მცირე ორი შვილი

სამეფო ოჯახი წევრ ქალბატონებს ევალებათ ტიტულის ტარების განმავლობაში, ჰერცოგიონიობისა და პრინცესობის დროს, სულ მცირე ორი შვილი გააჩნონ, ერთი შვილის ყოლა მათთვის დაუშვებელია.

არ გადააჯვარედინოთ ფეხები

საზოგადოებაში ყოფნის დროს, სამეფო ოჯახის ქალბატონები არასდროს სხედან ფეხი-ფეხზე გადადებულები მათ ჯდომის ეს სტილი ეკრძალებათ.

მანძილი წყვილს შორის

მიღებული წესის თანახმად, დედოფალი, პრინცესა ან ნებისმიერი ჰერცოგინია მეუღლეზე ოდნავ წინ და მოშორებით უნდა იდგეს. ეს მათდამი პატივისცემის ნიშანია. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები ამ წესს დიდი ყურადღებით იცავენ და თუ ძველ კადრებს გადახედავთ, შეამჩნევთ რომ, პრინცი ფილიპი ყოველთვის ელისაბედის უკან იდგა.

ერთი შავი ფერის სამოსი

თუ დაკვირვებიხართ, სამეფო ოჯახის წევრები ცდილობენ მუდამ ფერად სამოსში გამოწყობილები გამოჩნდნენ, რადგან მათ საზოგადოებაში შავი ფერის ტარება ეკრძალებათ, ეს სამეფო პროტოკოლია, თუმცა წესის თანახმად, ისინი ვალდებულები არიან გლოვის დღისთვის ერთი შავი სამოსი აუცილებლად ჰქონდეთ, ამ დღეს შავი დაშვებული ფერია.

ორსულობა უნდა დაანონსდეს მე-12 კვირის შემდეგ

ქალბატონებს კატეგორიულად ეკრძალებათ ორსულობა 12 კვირაზე ადრე გაამხილონ, წესის თანახმად, მათ საიდუმლოდ უნდა შეინახონ და მაქსიმალურად შეეცადონ არ გაამჟღავნონ ბავშვის მოლოდინი... განაგრძეთ კითხვა