კომპანია "გუგლი" და "ფეისბუქი" ოფისის თანამშრომლებისთვის ვაქცინაციას სავალდებულოს ხდიან - კვირის პალიტრა

კომპანია "გუგლი" და "ფეისბუქი" ოფისის თანამშრომლებისთვის ვაქცინაციას სავალდებულოს ხდიან

"კომპანია "გუგლი" და "ფეისბუქი" აცხადებენ, რომ აშშ-ის თანამშრომლებმა ოფისში სამუშაოდ გამოცხადებამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა უნდა გაიკეთონ", - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, "გუგლი" აღნიშნული რეგულაციის დაწესებას უახლოეს მომავალში სხვა რეგიონებშიც გეგმავს.

ამასთან, "დელტა" ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო კომპანიამ დისტანციურად მუშაობის რეჟიმი 18 ოქტომბრის ჩათვლით გაახანგრძლივა.