"ლელა სწორად მოიქცა გუკასთან მიმართებაში, რომ არ აპატია ის, რაც არ იყო საპატიებელი" - რუსუდან კერვალიშვილი უცნობ ოჯახურ დეტალებზე
"ლელა სწორად მოიქცა გუკასთან მიმართებაში, რომ არ აპატია ის, რაც არ იყო საპატიებელი" - რუსუდან კერვალიშვილი უცნობ ოჯახურ დეტალებზე
ბიზ­ნეს­მენ­მა რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში, ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძის გა­და­ცე­მა­ში გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბის უც­ნობ დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა. რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი თა­ვი­სი დის­შვი­ლის, გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­საც შე­ე­ხო და აღ­ნიშ­ნა, რომ მის გა­დარ­ჩე­ნა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის მე­უღ­ლეს, ლელა კი­ლა­ძეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილს, ლელა კი­ლა­ძის მო­თხოვ­ნით, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­უ­წე­რეს და ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

"ვახ­ტანგს ვე­ტყო­დი, რომ ძა­ლი­ან დიდ ძა­ლას გვაძ­ლევს, სა­დაც არის, იქი­დან… ვა­ხომ უნდა იცო­დეს, რომ გუკა კარ­გად არის. ამას ვე­ტყო­დი, ამას ვა­ხა­რებ­დი. გუკა
ისე კარ­გად არის, რო­გორც ძა­ლი­ან ბევ­რი წელი არ ყო­ფი­ლა… როცა გუკა და­ა­კა­ვეს ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით, ისე­თი მძი­მე რე­აქ­ცია გვქონ­და… ჩვენ­თვის ეს იმ­დე­ნად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი, მი­უ­ღე­ბე­ლი და შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, იმი­ტომ რომ ვი­ცით მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი, მაგ­რამ მივ­ხვდით, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ნორ­მა­ლუ­რად არ არის… წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იქ
მყო­ფი ორი ადა­მი­ა­ნი, დედა და დე­ი­და, რომ­ლე­ბიც ვცდი­ლობ­დით, სცოდ­ნო­დათ, რომ ჩვენ ვემ­ხრო­ბო­დით, თუკი მან და­ა­შა­ვა და ასე იქ­ცე­ო­და, მომ­ხრე ვი­ყა­ვით… ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბას მე და მაია ვერ მი­ვე­სალ­მე­ბო­დით. გა­მო­რი­ცხუ­ლი არის, ეს გუ­კა­მაც კარ­გად იცის. მა­შინ ჩვენ მივ­ხვდით, რომ ის ადა­მი­ა­ნი აღარ არის ნორ­მა­ლუ­რი, ის გუკა არ იყო და სჭირ­დე­ბო­და შვე­ლა. საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენ­და თა­ვი­სი თა­ვის­თვის და სხვის­თვი­საც. როცა ადა­მი­ა­ნი ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვე­შაა, ის საფრ­თხეა თვის­თვი­საც და სხვე­ბის­თვი­საც. ყვე­ლამ იცის ამის შე­სა­ხებ, სა­მარ­თალ­დამ­ცველ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა. მა­ი­ა­საც ასე­თი რე­აქ­ცია ჰქონ­და, რომ თუ და­ა­შა­ვა, უნდა და­ე­კა­ვე­ბი­ნათ, მაგ­რამ მა­ი­ას ჰქონ­და უდი­დე­სი გან­ცდა, მან იცის, რომ გუკა ძა­ლი­ან კარ­გი და გუ­ლის­ხმი­ე­რი ადა­მი­ა­ნია, გუ­ლის­ხმი­ე­რი, გულ­ჩვი­ლი. იცის, რომ ძა­ლი­ან უყ­ვარს ოჯა­ხი, შვი­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი. შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, რომ ეს მისი მხრი­დან ყო­ფი­ლი­ყო ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია. რაც მთა­ვა­რია, ამ ამ­ბავ­მა ის გა­მო­იწ­ვია, რომ თვი­თონ მიხ­ვდა, სა­დამ­დე მი­ვი­და. თვი­თონ მიხ­ვდა, სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა მხო­ლოდ თა­ვად შე­ეძ­ლო. ამ ეტაპ­ზე ასეა, გა­და­წყვი­ტა, თავი მი­უ­ძღვნას იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბას, რო­მელ­თაც იგი­ვე პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, რაც მას ჰქონ­და. ხუთი თვეა მკურ­ნა­ლობს და იპოვ­ნა თა­ვი­სი თავი.

როცა გუ­კამ ლელა კი­ლა­ძის ცო­ლად მოყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტა, მე პი­რა­დად მქონ­და შოკი, მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. ეს ძა­ლი­ან კარ­გად იცის ლე­ლამ, გუ­კამ და ყვე­ლამ. მე ვი­ცო­დი გუ­კას და ნუ­ცას ოჯა­ხი და სიყ­ვა­რუ­ლი და ეს იყო მო­უ­ლოდ­ნე­ლი. მაია ლე­ლას ბავ­შვო­ბი­დან იც­ნობ­და, რად­გან ლე­ლას მამა ვახ­ტან­გის მე­გო­ბა­რი იყო. ძა­ლი­ან რთუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და მე, მა­ი­ას - ძა­ლი­ან ლო­ი­ა­ლუ­რი. გუ­კას ისე უყ­ვარ­და ნუცა, მეტი არ შე­იძ­ლე­ბა, მო­უ­ვი­და ასე­თი რა­ღაც, გუ­კას ისე შე­უყ­ვარ­და ლელა, რომ გა­და­ე­კე­ტა ყვე­ლა­ფე­რი… მე უფრო ძველ­მო­დუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და ახ­სნა მჭირ­დე­ბო­და, აღარ ვი­ცო­დი, რა გან­ცდე­ბი მქო­ნო­და და რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა.

ლელა აღ­მოჩ­ნდა გუ­კას ცხოვ­რე­ბა­ში ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მისი ყვე­ლა­ზე დიდი გა­ჭირ­ვე­ბის დროს, გუ­კას­გან ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ი­ტა­ნა და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ მა­ი­ას თა­ვი­სი შვი­ლი და­უბ­რუ­ნოს ცო­ცხა­ლი და ჯან­მრთე­ლი. ეს არის ფაქ­ტი. ლე­ლამ იმ­დე­ნი გა­და­ი­ტა­ნა და ისე სწო­რად მო­იქ­ცა გუ­კას­თან და მა­ი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში… გუ­კას­თან იმი­ტომ, რომ მას არ აპა­ტია ის, რაც არ იყო სა­პა­ტი­ე­ბე­ლი. მო­ეხ­მა­რა, რომ და­ცე­მუ­ლი­ყო და ფეხ­ზე დამ­დგა­რი­ყო".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები