"სულ წოლა მინდა... სრული ნიჰილიზმი მაქვს, კონცენტრაციას ვერ ვახდენ" - ლიზა ყენია პოსტკოვიდურ სიმპტომებზე საუბრობს - კვირის პალიტრა

"სულ წოლა მინდა... სრული ნიჰილიზმი მაქვს, კონცენტრაციას ვერ ვახდენ" - ლიზა ყენია პოსტკოვიდურ სიმპტომებზე საუბრობს

ცოტა ხნის წინ მომღერალი ლიზა ყენია სოციალურ ქსელში წერდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა. მას "სინოფარმის" ვაქცინის ორი დოზა უკვე გაკეთებული ჰქონდა, როცა ვირუსი გადაედო. მიუხედავად ამისა, ლიზა ჩვეულ ხალისსა და იუმორს მაინც ინარჩუნებს და ავადმყოფობის შესახებაც ხუმრობს: "კი გავიკეთე დვაინოი სინოფარმი მაგრამ ჰა... დამიდასტურდა კორო. ვინც გნახეთ, არ ინერვიულოთ აზრი არააქო ამბობენ" – წერდა ლიზა.

ამჯერად მომღერალი პოსტკოვიდურ სიმპტომებზე საუბრობს და ამბობს, რომ მას ვირუსის გადატანის შემდეგ კონცენტრაცია უჭირს და დროს, ძირითადად, სახლში ატარებს: "გამიჩნდა საფიქრალი.

კორონავირუსის გადატანის შემდეგ ვგრძნობ, რომ ვერ ვარ კარგად. არასდროს ვუჩიოდი ინტელექტს, ყოველთვის კონცენტრირებული, რეალისტი და მიზანდასახული ადამიანი ვიყავი, მაგრამ, რაც კორონამ გადამიარა, ვატყობ, რომ მაქვს სრული ნიჰილიზმი, კონცენტრაციას ვერ ვახდენ. აი, მაგალითად, როცა სადმე მივდივარ, სადაც ბევრჯერ ვარ ნამყოფი, შეიძლება 8 წრე დავარტყა და ჩასახვევს 8-ჯერ ავცდე. ყველაზე სადარდებელი არის ის, რომ მეზარება ხალხში და თავშეყრის ადგილებში ყოფნა, ეს დიდი ხნის წინ დამეწყო, მაგრამ ახლა გამიმძაფრდა. ძირითადად ვწევარ, სულ წოლა მინდა" - ამბობს ლიზა ყენია ვიდეოში. იხილეთ ვიდეო ლინკზე