"სკოლა დავამთავრე მედალზე და გამოცდების ქულებით ძალიან კმაყოფილი ვარ" - რა პროფესიული არჩევანი გააკეთა რუსკა ქარქაშაძემ და როგორ ელოდება სტუდენტობას - კვირის პალიტრა

"სკოლა დავამთავრე მედალზე და გამოცდების ქულებით ძალიან კმაყოფილი ვარ" - რა პროფესიული არჩევანი გააკეთა რუსკა ქარქაშაძემ და როგორ ელოდება სტუდენტობას

დღეს ეროვნული გამოცდების დარჩენილი საგნების შედეგები გახდა ცნობილი. უამრავი აბიტურიენტი გულისფანცქალით ელოდა ამ დღეს და სოციალური ქსელი აჭრელდა ბედნიერი მშობლებისა თუ ახლად გასტუდენტებული ბავშვების ემოციებით. ჩვენ ორ საზოგადოებისთვის ცნობილ პირველკურსელს - რუსკა ქარქაშაძეს და მარიამ შენგელიას ვესაუბრეთ გამოცდების, პროფესიული არჩევანისა და აბიტურიენტობის საკითხზე. მარიამი კოვიდით შეხვდა სტუდენტობის სიხარულს, თუმცა ახლა უკვე თავს უკეთ გრძნობს და რამდენიმე დღეში დაამარცხებს კიდეც ვირუსს.

რუსკა ქარქაშაძე:

- ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტზე ჩავაბარე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში. ძალიან საინტერესო სფეროა ჟურნალისტიკა და მინდა, უფრო ღრმად შევისწავლო.

-ალბათ ბევრი გეკითხება, რატომ არ გააკეთე არჩევანი სამსახიობო ფაკულტეტის სასარგებლოდ?

- კი, კი. თეატრალური განათლების მიღებას და სამსახიობო კარიერის გაგრძელებას საზღვარგარეთ ვაპირებ, ამიტომ გადავწყვიტე საქართველოში ჟურნალისტიკას დავეუფლო, ქვეყნის ფარგლებს გარეთ კი- სამსახიობოს. ვფიქრობ, ეს ორი პროფესია ერთმანეთთან კარგად შეთავსებადია.

- რუსკა, როგორი იყო აბიტურიენტობის ერთი წელი, ალბათ ემზადებოდი მისაღები გამოცდებისთვის...

- რთული იყო, მოგეხსენებათ, მე ტელევიზიაში ვმუშაობ და სულ გადაღებები მაქვს, ამის გამო მასწავლებელთან ყოველდღე ნამდვილად ვერ დავდიოდი, უბრალოდ ვერ ვახერხებდი. მაქსიმუმ ყველა მასწავლებელთან 15-ჯერ თუ ვიქნები მისული მთელი წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, სკოლა დავამთავრე მედალზე და გამოცდების ქულებით ძალიან კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, არ მქონდა იმის დრო, რომ ყოველდღე მემეცადინა მასწავლებლებთან, მაგრამ რამდენადაც მოვახერხე, შევუთავსე ჩემი გრაფიკი და აბიტურიენტობა ერთმანეთს.

- რას იტყვი გამოცდებზე, საკითხებზე, რთული იყო? მღელვარების მომენტი თუ გქონდა? არის ხოლმე შემთხვევები, რომ ემოციური ფონის გამო ვერ ახერხებენ მაქსიმუმის გამოვლენას აბიტურიენტები...

- სიმართლე გითხრათ, ეგ არ მესმის. თუ ადამიანმა რაღაც დაზუსტებით იცის, ნამეცადინები აქვს, არ მგონია, ნერვიულობამ ისე აიტანოს, რომ ვერ გაიხსენოს. პირადად მე, საკმაოდ მარტივი მომეჩვენა ყველა გამოცდა, ჩემს თავში დარწმუნებულიც ვიყავი, ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად ვნერვიულობდი. შეიძლება ითქვას, მშვიდად, წყნარად აუღელვებლად ჩავაბარე გამოცდები,

- როგორია სტუდენტობის მოლოდინი? გააგრძელეთ კითხვა