ყველაზე "სწრაფები" მსოფლიოში - კვირის პალიტრა

ყველაზე "სწრაფები" მსოფლიოში

აშშ-ის ქალაქ ინდიანაპოლისის ზოოპარკში ტრადიციული კუების რბოლა "ზოოპოლის-500" გაიმართა. კუთა შეჯიბრება მსოფლიოში ცნობილი საავტომობილო რბოლის Indianapolis-500-ის პარალელურად იმართება და ფაქტობრივად მისი პაროდიაა.

"ზოოპოლის-500" ნამდვილი საავტომობილო რალივით არის გაფორმებული ჭადრაკული ალმებით. მოასპარეზე კუებს მონაწილის ნომრებით დამშვენებული სპეციალური ფორმები აცვიათ და თითოეულს სახელიც კი აქვს მინიჭებული.

მართალია, მაყურებელი ნამდვილ რალის გაცილებით მეტი ჰყავს, მაგრამ არც კუებს აკლიათ გულშემატკივარი. წელს გაიმარჯვა ადგილობრივი მოტომრბოლელის, დენ უელდონის სახელით მოასპარეზე კუმ. "უსწრაფესი" დაფნის გვირგვინით შეამკეს და რძეც დაალევინეს. საუკეთესო ხილის სალათა კი ყველა მონაწილე კუს ერგო.