ქამარ-თევზა - კვირის პალიტრა

ქამარ-თევზა

ქამარ-თევზა, იგივე მეფე-ქაშაყი, რომელიც წყნარი, ინდოეთისა და ატლანტის ოკეანეებში 50-დან 700 მ-მდე სიღრმეზე ბინადრობს, გინესის წიგნის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე გრძელ თევზად არის მიჩნეული. ზოგიერთი ქამარ-თევზა 17 მეტრსაც აღწევს. საშუალოდ კი მათი სიგრძე 6-დან 10 მ-მდეა.

თუმცა წონაში მხოლოდ 200-250 კგ-ს აღწევს, რადგან სიგრძესთან შედარებით მეტისმეტად თხელია. სწორედ ამიტომ ჰგავს გრძელ ქამარს. აღსანიშნავია, რომ მისი ხორცი არ იჭმება,  ადამიანისთვის ის მხოლოდ სპორტული თევზჭერის ობიექტია. ქამარ-თევზას მეფე-ქაშაყი იმიტომ ეწოდა, რომ ხშირად ქაშაყის ქარავნებს დასდევს და სიამოვნებითაც მიირთმევს. სხვათა შორის, იაპონელებს ოდითგან სჯერათ, რომ ქამარ-თევზას ზედაპირზე ამოსვლა, ახლო მომავალში მიწისძვრას მოასწავებს.