"ყურმილში ქალის ტირილი მესმოდა... თავდაპირველად 1მლნ მოითხოვა, რომელიმე ნივთში უნდა ყოფილიყო გადახვეული" - რა მახეში გააბა თაღლითმა ქალმა ვალერი მელაძის მშობლები - კვირის პალიტრა

"ყურმილში ქალის ტირილი მესმოდა... თავდაპირველად 1მლნ მოითხოვა, რომელიმე ნივთში უნდა ყოფილიყო გადახვეული" - რა მახეში გააბა თაღლითმა ქალმა ვალერი მელაძის მშობლები

რა მახეში გააბა თაღლითმა ქალმა ვალერი მელაძის მშობლები

რუსულ შოუბიზნესში მოღვაწე ვალერი და კონსტანტინ მელაძეების მშობლებმა ჟურნალისტებს გაუმხილეს, რომ თაღლითის მსხვერპლნი გახდნენ, რომელმაც 300 ათასი რუბლი გამოსძალათ.

87 წლის შოთა მელაძის თქმით, თაღლითმა ქალმა ტელეფონით შეძლო მისი გაცურება. მან ბატონ შოთას შინ დაურეკა და განუცხადა, რომ მისი დისშვილი ნატალიაა - პოლიციაში მოვხვდი და ფული მჭირდებაო, განუცხადა მოხუცს. ცოლ-ქმარს ფულის წასაღებად უცხო მამაკაცი ესტუმრა. ფული ნელიმ, მელაძეების დედამ გადასცა. ფული ჯერ საწოლის თეთრეულში, შემდეგ კი პირსახოცში იყო გახვეული. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნამდვილ ნატალიას ბიძისთვის არც კი დაურეკავს.

შოთა მელაძემ ჟურნალისტებს დაწვრილებით მოამბო მომხდარის შესახებ: "ყურმილში ქალის ტირილი მესმოდა: მეხვეწებოდა, დამეხმარეთ, ავარიაში მოვყევი. მძღოლი, რომლის მანქანასაც დავეჯახე, სერიოზულად დაზიანდაო".

თავდაპირველად ქალმა 1 მლნ მოითხოვა, მაგრამ წყვილმა განაცხდა, რომ მათ ამდენი ფული არ ჰქონდათ. ნელი მელაძის თქმით, ქალმა სთხოვა მიეცათ იმდენი, რამდენიც ჰქონდათ. ოჯახში 300 ათასი აღმოაჩნდათ და პასუხად გაიგონეს: "ჯერჯერობით მეყოფა". თაღლითმა ქალმა მოითხოვა საწოლის თეთრეული, პირსახოცი, ტუალეტის ქაღალდი და ხელსახოცი. ქალის თხოვნით, ფული რომელიმე ნივთში უნდა ყოფილიყო გადახვეული, კურიერ მამაკაცს რომ არ სცოდნოდა, რომელში.

ძმები მელაძეების მშობლებმა განაცხადეს, რომ მომხდარის გამო სტერსში არიან. აგრეთვე, ეცოდებათ "ის ქალი", რომელიც ტიროდა ტელეფონზე საუბრისას. ნელიმ განმარტა, რომ მისი მეუღლე აღფრთოვანებულია ქალის მსახიობური მონაცემებით.

მშობლები ამბობენ, რომ მათი ვარსკვლავი შვილები, მართალია, საზღვარგარეთ არიან, მაგრამ მალევე ჩაერივნენ სიტუაციაში. ვალერი მელაძემ მშობლებს აღუთქვა, რომ თაღლით ქალს აუცილებლად დააკავებენ. შოთა მელაძის ნამდვილმა დისშვილმა კი ბიძას დანაკარგი აუნაზღაურა, 300 ათასი რუბლი გადასცა.

mshoblebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ:

"სულ მაინტერესებდა, რა სინდისით ცხოვრობდა ალბინა, როცა ვალერის ჩვენი ქორწინების პერიოდში ხვდებოდა... შვილის გაჩენა ვალერისთვის არ მიმილოცია"

"ვალერი მელაძეს ვაჟი სურდა, რათა გოგონებისა და ბიჭების რაოდენობა დაებალანსებინა"

"მამის მხარეს ყოფნა იმ მომენტისთვის შეუძლებელი იყო... ძალიან უჭირდათ მის საქციელთან შეგუება"

"ესტრადის ყველაზე მრავალშვილიანი მამა" - ვალერი მელაძის ახალშობილი ქალიშვილის იშვიათი სახელი ბიძამ გაამხილა