წესად ქცეული კონფუზი - კვირის პალიტრა

წესად ქცეული კონფუზი

ლედი გაგას "თავგადასავლებს" საზოგადოება ისე შეეჩვია, რომ უკვე "ჩაწყობილ" პიარად აღიქვამს. გამონაკლისი არც სულ ახლახან, ნიუ-იორკში გამართული საპატიო ცერემონია იყო, სადაც მომღერალი წითელ ხალიჩაზე გასავლელად შლეიფიანი და კორსაჟიანი შავი კაბით გამოცხადდა.

მოდის სამყაროს ამ ტრადიციულ ცერემონიას მსოფლიოს ყველაზე ცნობილ დიზაინერთა საბჭო ატარებს. სცენაზე გასვლამდე ლედი გაგამ, ფოტოგრაფთა წინაშე პოზირების დროს, ხელი მაღლა ისე "უხერხულად" ასწია, რომ კაბამ და მისმა კორსაჟმა "ვერ გაუძლო", ქვევით დაცურდა და მკერდი გვარიანად მოუშიშვლდა. გახარებულმა ფოტოგრაფებმა გადაღების ტემპს მაშინვე უმატეს, თუმცა მორიგ კონფუზს სუპერვარსკვალავი არც ახლა დაუბნევია...