"ტყუილის თქმას არ ვაპირებ, ეს ნამდვილად რთული პერიოდი იყო ჩვენს ცხოვრებაში, არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის" - კვირის პალიტრა

"ტყუილის თქმას არ ვაპირებ, ეს ნამდვილად რთული პერიოდი იყო ჩვენს ცხოვრებაში, არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის"

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ვარსკვლავურ წყვილთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომელთა ურთიერთობამ ყველანაირ სირთულეს, მედიის ზედმეტ ჩარევას და წნეხს გაუძლო.

ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ასე ამბობენ, რომ ბექჰემების სიყვარულის ლეგენდარული ისტორია საქართველოში დაიწყო. როდესაც დევიდი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა, ვიქტორია ტელევიზორში გასულ მუსიკალურ კლიპში დაინახა და მისიც გაცნობის სურვილიც სწორედ მაშინ გაუჩნდა.

1997 წლის საქველმოქმედო მატჩზე საბედისწერო შეხვედრის შემდეგ, Manchester United-ის იმდროინდელი ფეხბურთელი და Spice girls-ის წევრი მსოფლიოს უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში გამუდმებით ხვდებოდნენ.

"პირველი სამი თვის განმავლობაში ყველაფერი შესანიშნავად გახლდათ, რადგან არავისთვის იყო ცნობილი, რომ ერთად ვიყავით. სწორედ ამიტომ, ძალიან გვიყვარდა საწყისი პერიოდი, რადგან ყველასგან უჩუმრად შეგვეძლო სიარული, მაქსიმალურად ვცდილობდით დრო ერთად გაგვეტარებინა. ჩვენი პირველი კოცნა რესტორნის ავტოსადგომზე იყო, ეს ჩვენი ცხოვრების გამორჩეული პერიოდი გახლდათ", - განაცხადა დევიდ ბექჰემმა.

1997 წლის 4 მარტს წყვილმა საზოგადოებას პირველი შვილის დაბადება ამცნო. მათ ვაჟიშვილს ბრუკლინი დაარქვეს, რადგან სწორედ ნიუ-იორკის დასახლებაში ყოფნის დროს შეიტყვეს, რომ პირველ შვილს ელოდებოდნენ. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოგალერეა www.beaumonde.ge-ზე