"უგონოდ შეყვარებული ვარ და ვუფრთხილდები ჩემს ძვირფას ადამიანს... თვალი არ მეცეს" - კვირის პალიტრა

"უგონოდ შეყვარებული ვარ და ვუფრთხილდები ჩემს ძვირფას ადამიანს... თვალი არ მეცეს"

მოდელმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრა პაიჭაძემ სოციალურ ქსელში ახალი, ცისფერი "პორშეს" ფირმის მანქანის ფოტო გამოაქვეყნა. ალექსანდრას სიხარული 14 ათასამდე "ინსტაგრამგამომწერმა" გაიზიარა. დამსახურებული საჩუქარი - ასე შეაფასეს მანქანა მოდელის მეგობრებმა.

ალექსანდრა ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მასზე ბევრს ჭორაობენ, აწყვილებენ სხვადასხვა ცნობილ პიროვნებასთან, თუმცა, როგორც ინტერვიუში გვითხრა, ორი წელია, რაც საყვარელი ადამიანი ჰყავს და მასთან თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს

- ალექსანდრა, გილოცავ ახალ მანქანას, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საჩუქარი დაბადების დღეზე მიიღე...

- დაბადების დღე დეკემბერში მაქვს. ეს საჩუქარი

უბრალოდ "არსებობის" გამო მივიღე ამ სამყაროსგან. რეალურად კი ორი თვეა ეს მანქანა მყავს. მე და ჩემს საყვარელ ადამიანს ურთიერთობის ორი წელი შეგვისრულდა და მინდოდა ჩემთვის მნიშვნელოვანი თარიღის დროს გამომექვეყნებინა. ჩემი შეყვარებული დამეხმარა, რომ ახალი მანქანა შემეძინა. მანამდე რაც მყავდა, გავყიდეთ.

- ბოლო დროს სკანდალებში ეხვევი, ბევრს ჭორაობენ შენზე...

- დიახ, ბევრი ჭორია, მაგრამ ტყუილია. არ ვთვლი, რომ რაიმეს ვაშავებ. ჩემი სამყარო მაქვს, ჩემი რეალობა. ჩემი ცხოვრება მაქვს და ამას ვაწვები.

- ამბობენ, რომ ცნობილ მამაკაცს უნგრევდი ოჯახს... - ოჯახები თვითონ ინგრევა, მე არასოდეს მიზეზი არ ვყოფილვარ. უბრალოდ ასეთ გიჟურ პერიოდში გადავეყარეთ ერთმანეთს და უფრო ნათელი გახდა, ვის რა სურს ცხოვრებაში... უგონოდ შეყვარებული ვარ და ვუფრთხილდები ჩემს ძვირფას ადამიანს. საერთოდ ასეა ცხოვრებაში, მესამე და გარემო ფაქტორები არაფერ შუაშია. როდესაც ადამიანები აცნობიერებენ, რომ ერთად ყოფნა აღარ უნდათ, იქ არაფერ შუაში არ არის მესამე ადამიანი. მე ასე ვთვლი. ჩემს ურთიერთობას რომ ბზარი გაუჩნდება, ეს მხოლოდ ჩემი და ჩემი მეორე ნახევრის ბრალი იქნება. ძლიერი ქალი ამით გამოირჩევა სუსტისგან.

- გიჭირს ხოლმე იმ პერიოდში, როდესაც შენზე ახალ ჭორს გაიგებ?

- 90 პროცენტი, რაც ჩემზე იწერება, ტყუილია. მიჩვეული ვარ და არ მადარდებს. საინტერესო ადამიანი ვარ და ჩემს გულისთქმას მივყვებოდი მუდმივად. ცხოვრებაში ყველა სიახლისთვის მზად უნდა იყო. არ შეიძლება ტყუილში და ილუზიებში ცხოვრება, არ უნდა გეძინოს. იცხოვრო და გეძინოს. ადამიანი სულ სიახლეების მაძიებელი უნდა იყო, ეს არის მთავარი "დრაივი" ცხოვრებაში. შენი გრძნობები საყვარელი ადამიანის მიმართ გულწრფელი უნდა იყოს. მე ცხოვრებაში არავისთვის მიმიყენებია ზიანი.

- ცნობილი მამაკაცი, ვისზეც ჭორაობდნენ, ახლაც თქვენ გვერდით არის?

- დიახ, ორი წელი შეგვისრულდა და ძალიან ბედნიერები ვართ. ამ ინტერვიუს საშუალებითაც ავუხსნი სიყვარულს და გამოვხატავ მისი საოცარი ადამიანობის მიმართ პატივისცემას.

- საჯარო როდის გახდება თქვენი ურთიერთობა? გააგრძელეთ კითხვა