როგორ გამოიყურება კვიპროსის წყალქვეშა მუზეუმი, რომელიც ახლახანს გაიხსნა - კვირის პალიტრა

როგორ გამოიყურება კვიპროსის წყალქვეშა მუზეუმი, რომელიც ახლახანს გაიხსნა

როგორ გამოიყურება კვიპროსის წყალქვეშა მუზეუმი, რომელიც ახლახანს გაიხსნა

ცოტა ხნის წინ კვიპროსის ღირშესანიშნაობებს კიდევ ერთი- წყალქვეშა ქანდაკებების მუზეუმი შეემატა, რომლითაც უკვე უამრავი ადამიანი დაინტერესდა.

მუზეუმის სრული სახელწოდებაა MUSAN - აია-ნაპას წყალქვეშა ქანდაკებების მუზეუმი.

The Guardians-ის ინფორმაციით, ქანდაკებები ცნობილმა სკულპტორმა ჯეისონ დეკაირეს ტეილორმა დაამზადა. მუზეუმში სულ 93 სხვადასხვა ქანდაკებაა.

ქანდაკებები პერნერას სანაპიროდან 200 მეტრის მოშორებით, 10 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. მის დასათვალიერებლად სპეციალური აღჭურვილობა და ექსკურსიამძღოლია საჭირო, რომელიც სტუმრებს ყვინთვასა და გადაადგილებაში ეხმარება.

გამოცემის ინფორმაციით, ქანდაკებების უმეტესობა ეკოლოგიას ეხება და მათი მიზანია კაცობრიობის ინტერესი ბუნების დაცვისკენ მიმართონ. წყალქვეშ მდებარე ხის ქანდაკებების შექმნის მიზანი ტყეებისა და მისი ბინადრების დაცვაა.

ბოლო 20 წლის განმავლობაში კლიმატის ცვლილებამ ხმელთაშუა ზღვა და მისი ბინადრები მნიშვნელოვნად დააზარალა.

იხილეთ ფოტოები "ბიზნესპრესნიუსი"-ზე