ვინ არის ავღანელი მხატვარი, რომლის ნახატებმაც ინტერნეტსივრცე მოიცვა - კვირის პალიტრა

ვინ არის ავღანელი მხატვარი, რომლის ნახატებმაც ინტერნეტსივრცე მოიცვა

ავღანეთში მიმდინარე მოვლენებმა მსოფლიო ააფორიაქა. იმაზე, თუ რა ბედი ეწევა მრავალნატანჯ ქვეყანას თალიბანების ხელში და განსაკუთრებით - რა ბედი ეწევათ ქალებსა და ბავშვებს, ბევრი ღელავს. ქალების უფლებები ამ ქვეყანაში ისედაც ფეხქვეშ იყო გათელილი და ახლა უარესი საფრთხეების წინაღე არიან.

ინტერნეტსივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს ნახატები, რომლებზეც უფლებებშეზღუდული ავღანელი ქალები არიან გამოსახული. ნახატები ძირითადად გრაფიტითაა შესრულებული ქაბულის ქუჩებში და მათი ავტორი 33 წლის შამსია ჰასანია.

შამსია ავღანელი გრაფიტისტია, ქაბულის უნივერსიტეტის ლექტორი. წლებია ცნობილია, როგორც სტრიტ-არტის - ქუჩის მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი.

თავისი ნამუშევრები რამდენიმე ქვეყანაში აქვს წარმოდგენილი. ჰასანი წლებია, ხატავს ქაბულის ქუჩებში, რომ ავღანეთის პრობლემებისადმი საზოგადოების ყურადღება მიაპყროს. 2014 წელს 100 მსოფლიო მოაზროვნეს შორის მოიხსენია ჟურნალმა Foreign Policy-მ.

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ნამუშევრები