"ძიძა არ მყავს, ნიკა მეხმარება... რძეს ვიწველი და ვინახავ..." - კვირის პალიტრა

"ძიძა არ მყავს, ნიკა მეხმარება... რძეს ვიწველი და ვინახავ..."

ახალბედა დედამ, მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა ინსტაგრამზე თავისი გამომწერების შეკითხვებს უპასუხა მშობიარობასთან და ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით. რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:

- გაგიჭირდა მშობიარობა?

- არაა. იმდენად კარგად მახსოვს მთელი ეს პროცესი, ჯერ კიდევ იმ აზრზე ვარ, რომ კიდევ მენატრება გაჩენის დღე. გაუტკივარება გავიკეთე და 2,5 სთ ვმშობიარობდი. ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე.

- ძიძა გყავს? ვინ გეხმარება ბავშვის მოვლაში?

- ძიძა არ მყავს. პირველივე წამიდან ნიკა მეხმარება. ლამის მშობიარობაც ნიკამ მიიღო. მხოლოდ ექიმი, პლუს ნიკა გვერდზე, რომელიც მის დავალებებს უსმენდა, ასრულებდა. და - ექთანი.

- რძეს რატომ იწველი?

- პედიატრმა რჩევა მომცა, ახალშობილი ყოველ 2 საათში გამეღვიძებინა და მეჭმია, რადგან პირველ დღეს თითქმის 1 სუფრის კოვზის ოდენობის რძე მოდის. ხშირ-ხშირი კვება დანიშნა. აქ არ არსებობს სწორი და არასწორი გზა, ყველა დედაც და პედიატრიც ათასნაირ გზას ირჩევს. მთავარია, თქვენ რომელი მიგაჩნიათ სწორად და თქვენი პატარისთვის გამოსადეგად.

ბავშვი რომ შეჭამს, შემდეგ ჭამამდე მკერდში რძე დგას და რომ არ გაჩერდეს, ამიტომ ვიწველი და ვინახავ. ორ საათში ბავშვის გაღვიძებაზეც ბევრი შეკითხვაა. გაღვიძებაში არ იგულისხმება თითით თვალის გაღება. შეფხიზლებულზე პირში ძუძუს ჩადება და ჭამა შეგიძლიათ. აქ საუბარია პირველ დღეებზე, სანამ რძე გროვდება და რეგულირდება. ამიტომ ვკვებავ ყოველ ორ საათში. რეალურად დასაწყისში რძე 5-10 მლ-მდე გაქვს და ეს სრულიად საკმარისია, თუმცა რომ

მოიმატოს დროთა განმავლობაში, ამიტომ ვაწოვებთ სტაბილურად.

- ბავშვს როდის გვაჩვენებ?

- არ ვიცი. აცრის ვიდეოც კი არ დავდე, როცა პირველი დოზა გავიკეთე. ხალხი ისე იმეტებდა ერთმანეთს სალანძღავად (ძალიან ბოროტი გარემო იყო)... ბავშვის ფოტოს დადებაზე არც ვფიქრობ ჯერჯერობით.

- სხეულის ფორმები როგორ შეინარჩუნე, დიეტაზე იყავი?

- არა, დიეტაზე რატომ უნდა ვყოფილიყავი? სულ რომ გავსუქებულიყავი, რა პრობლემა იქნებოდა? არ შემინარჩუნებია არაფერი. ვჭამდი ყველაფერს, რაც საზიანო არ იქნებოდა. ვსვამდი ბევრ წყალს და დავდიოდი ფეხით.

mshoblebi.ge