ლუდსაც დავლევ, ცოლსაც მოვიყვან - კვირის პალიტრა

ლუდსაც დავლევ, ცოლსაც მოვიყვან

55 სმ სიმაღლის ფილიპინელი ჯუნრი ბალუინგი გინესის წიგნის მიხედვით ოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანი მას შემდეგ გახდა, რაც 18 წლის შესრულდა.

წინა რეკორდსმენი ნეპალელი ჰაგენრდა მაგარი გახლავთ და მისი სიმაღლე "მთელი" 67 სმ-ია...

ახალი რეკორდსმენი ჯუნრი ბალუინგი ძალიან გახარებულია, რადგან ლუდის დალევის ნებართვა მიიღო. მაგრამ უფრო მეტად ის ახარებს, რომ ამიერიდან ცოლის მოყვანის უფლებაც მისცეს. ოჯახის წევრების თქმით, ჯუნრიმ ზრდა პრაქტიკულად ერთი წლის ასაკში შეწყვიტა და ვერანაირმა წამლობამ ვეღარ უშველა.