"უფლებების" შიშვლად დაცვა - კვირის პალიტრა

"უფლებების" შიშვლად დაცვა

11 ივნისს ლონდონში უკვე მერვედ გაიმართა "შიშველი ველოსიპედისტების მსოფლიო აღლუმი". ის 2004 წლიდან ტარდება და ველოსიპედისტების უფლებების დაცვას ეძღვნება - უფრო ზუსტად, მონაწილეები აპროტესტებენ "ნავთობზე დამოკიდებულებასა" და "საავტომობილო კულტურას".

თუ თავდაპირველად ღონისძიებაში სულ 58 "შიშველი გადარეული" მონაწილეობდა, ამჯერად მთელი მსოფლიოდან 1000-ზე მეტი "შიშველი პროტესტის" მსურველი შეიკრიბა და მერიის ნებართვით ლონდონის ცენტრში დაგეგმილი მარშრუტით გაიარა. მართალია, ველოსიპედისტებისგან ტრადიცია არ მოითხოვს მთლად დედიშობილად მონაწილეობას, მაგრამ მრავალი სხვადასხვა ასაკის ქალი და მამაკაცი სწორედ ასე წარუდგა საზოგადოებას.