"ბეჭდების მბრძანებელი" გათხოვდა - კვირის პალიტრა

"ბეჭდების მბრძანებელი" გათხოვდა

დაუჯერებელია, მაგრამ მსოფლიოს "ყველაზე უფრო დაპირსინგებული ქალი" ელეინ დევიდსონი გათხოვდა! 42 წლის პატარძალს ქორწილში თავისი ყველა ბეჭედი - სულ 6925 ცალი  ზედ ეკეთა. "უპრეცედენტო გმირობა" კი შოტლანდიელმა დუგლას უოტსონმა ჩაიდინა - სიძე კმაყოფილი ჩანდა რეკორდსმენის მეუღლეობით.

ბრაზილიაში დაბადებული ელეინი შოტლანდიაში 2000 წელს გადავიდა, მაშინ მის სხეულს "სულ რაღაც"  462 ბეჭედი ამშვენებდა (აქედან 192 სახეზე) და მაშინვე გინესის წიგნში მოხვდა. თუმცა რეკორდის შესანარჩუნებლად სულ ახალ-ახალი "მიღწევები" დასჭირდა. ელეინის თქმით, ბეჭდები მას დისკომფორტს არ უქმნის და ღამითაც უკეთია. ელეინს შეუძლია დამსხვრეულ მინაზე და ნაკვერჩხალზე სიარულიც, "მავნე ჩვევები" კი არა აქვს - არ სვამს და არ ეწევა...