"ტანსაცმელი" ხარსაც უნდა - კვირის პალიტრა

"ტანსაცმელი" ხარსაც უნდა

ნიუ-იორკის კრისტოფერ ჰენრის გალერეაში პოლონური წარმოშობის მხატვრისა და დიზაინერის - ოლეკის უცნაური ნამუშევრების  გამოფენა მოეწყო.

საქმე ისაა, რომ ეს ქალბატონი ყველაფრისთვის მეტად ორიგინალურ შალითებს ქსოვს - ავტომობილისა თუ ველოსიპედისთვის, სავარძლისა და სხვა მრავალი ნივთისთვის.... საბოლოოდ, მისი შალითა ნიუ-იორკის ბირჟის შენობის წინ მდგომმა სახელგანთქმულმა ხარმაც "მოიზომა"...