"იავნანამ" რა ჰქმნა... - კვირის პალიტრა

"იავნანამ" რა ჰქმნა...

სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეს სამშობიაროში ახალშობილთა მოვლის ახალი მეთოდი დანერგეს, რომლითაც ყველა კმაყოფილია. მეთოდის არსი ისაა, რომ ჩვილი, როცა დედასთან არ იმყოფება, "მოვალეა" მუსიკას უსმინოს. ექსპერიმენტი "ინდივიდუალურ რეჟიმში", ყურსასმენებით ტარდება მსუბუქი მელოდიური მუსიკის გამოყენებით. ახალშობილებს კი "პროტესტი ჯერ არ გამოუთქვამთ" - კარგად იკვებებიან, კარგად სძინავთ და არც ჭირვეულობენ.