კეიტი და უილიამი კენსინგტონის სასახლეს ტოვებენ - რა ხდება ბრიტანეთის სამეფო კარზე - კვირის პალიტრა

კეიტი და უილიამი კენსინგტონის სასახლეს ტოვებენ - რა ხდება ბრიტანეთის სამეფო კარზე

შემოდგომა ცვლილებების დროა და როგორც ბრიტანული პრესა წერს, პრინცი უილიამის ოჯახიც ცვლილებებისთვის ემზადება,

უილიამი, კეიტი, ჯორჯი, შარლოტა და ლუი კენსინგტონის სასახლეში ცხოვრობენ. ეს სასახლე, თავისი 21 ოთახით, რა ხანია უილიამის მფლობელობაშია.

1605 წელს აშენებული სასახლე ბევრად "მოკრძალებულია", სამეფო საზომებით რომ ვიმსჯელოთ. სასახლეში 1981 წლიდან ცხოვრობდა პრინცესა დიანა - როცა გაჰყვა ცოლად პრინც ჩარლზს. უილიამი კეიტიც აქ დაქორწინებიდან დასახლდნენ, იქვე გადავიდნენ კეიტის მშობლები, რომლებიც ბავშვების აღზრდაში ეხმარებიან ქალიშვილს.

ერთი პერიოდი აქ ჰარი და მეგანიც შეიკედლეს და საერთო მდივნები, პრესსამსახური და სხვა

პერსონალი ჰყავდათ. თუმცა როგორც ცნობილია, სასექსები მალე გადაბარგდნენ და ბრიტანეთიც დატოვეს.

ახლა კი უილიამის ოჯახი უინძორის სასახლეში მიიბარგება, დედოფალთან ახლოს.

დედოფალი ბალმორალში ატარებს ზაფხულს და იქიდან დაბრუნებულს სახლი ბავშვების ჟრიამულით გაცოცხლებული დახვდება. თუ დაიღლება, ყოველთვის შეუძლია განმარტოება თავის ოთახში, სადაც ტრადიციების მიხედვით, 18:00-ზე მიიღებს ცხელ აბაზანას, დალევს საყვარელ კოქტეილ დიუბონეს, ივახშმებს და რომელიმე საყვარელ სერიალს ჩაუჯდება.

იმასაც ამბობენ, რომ უილიამის გადაბარგება დაკავშირებულია ტახტზე მის სავარაუდო ასვლასთან. ბრიტანულ პრესაში სულ უფრო ხშირად ჩნდება მოსაზრება, რომ სწორედ ის დაიკავებს ტახტს და არა მისი მამა - ჩარლზი.

წყარო