პრემიერის ვაჟი პირველკლასელია - რას წერს ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე? - კვირის პალიტრა

პრემიერის ვაჟი პირველკლასელია - რას წერს ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე?

"გაბრიელი პირველ კლასში“ - ამ წარწერით ფოტოებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ პრემიერის ორი შვილი გაკვეთილებს დისტანციურად ესწრება.

პანდემიის გამო უკვე მეორე წელია, რაც სკოლის მოსწავლეებს უჩვეულო გარემოში, დისტანციურად უწევთ სწავლა. კერძო სკოლების ნაწილში სწავლა უკვე დაიწყო. მათგან უმცროსკლასელები დისტანციურად სწავლობენ, უფროსკლასელები კი სკოლის მერხებს მიუსხდნენ.

პრემიერ - მინისტრს ოთხი შვილი ჰყავს. უფროსი ნიკოლოზი, 16 წლის არის, ანდრია - 11. გაბრიელი მესამე შვილია, რომელიც წყვილს ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, 2015 წელს შეეძინა. მეოთხე შვილი, გოგონა, ნინო კი 2016 წელს, როდესაც ღარიბაშვილი დროებით პოლიტიკას ჩამოშორდა.

ambebi.ge