მომღერალი მაკა ზამბახიძე ბებია გახდა. მომღერლის ერთადერთ ქალიშვილს სალომე ჩიტაძეს ვაჟი შეეძინა, რის შესახებაც "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:"აბა, ახალგაზრდა ბებიას სათანადო მოლოცვები...ვამაყობ ჩემი ძლიერი სალომეთი.ეს იყო გამაოგნებელი საყურებელი, თუ როგორ ბოლომდე იბრძოდა, თავის შვილთან შესახვედრად (ყველანაირი გაუტკივარების გარეშე). მე დავესწარი და ამითაც ვამაყობ.გილოცავ, ჩემო შვილო, მიქაელის დაბადებას!" - წერს მაკა ზამბახიძე