ხატია ბუნიათიშვილი ჰოლივუდის ვარსკვლავთან ერთად ვენეციის კინოფესტივალზე - ფოტოები პიანისტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა - კვირის პალიტრა

ხატია ბუნიათიშვილი ჰოლივუდის ვარსკვლავთან ერთად ვენეციის კინოფესტივალზე - ფოტოები პიანისტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა

წარმატებული პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი, ვენეციის კინოფესტივალს სტუმრობდა. ქართველ პიანისტს, რომელიც Cartier-ის სახეა, ამავე ბრენდის ყელსაბამი ამშვენებდა.

ბუნიათიშვილმა ვენეციის კინოფესტივალიდან სოციალურ ქსელში თავის გულშემატკივრებს ის ფოტოც  გაუზიარა, რომელზეც ცნობილ მსახიობთან, ჰოლივუდის ვარსკვლავთან, ჯეიკ ჯილენჰოლთან ერთადაა აღბეჭდილი.