"ჩემი სამსახური არის ის, რასაც ჩემი შვილი ვერ იტანს... მასთან მკაცრი ვერ ვარ, თუმცა" - რას ჰყვება თეა წულუკიანი 4 წლის ქალიშვილზე
"ჩემი სამსახური არის ის, რასაც ჩემი შვილი ვერ იტანს... მასთან მკაცრი ვერ ვარ, თუმცა" - რას ჰყვება თეა წულუკიანი 4 წლის ქალიშვილზე
საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, გადაცემაში "იმედის დღე" სტუმარი იყო. მან დედობაზე, 4 წლის ქალიშვილთან, მერიკოსთან ურთიერთობაზე და იმაზე ისაუბრა, თუ როგორ შეეგუა გოგონა დედის სამსახურში გასვლას.

"მერიკო იყო ორი თვის, როცა დავასრულე დეკრეტული შვებულება და გავედი იუსტიციის სამინისტროში. დამეხმარა ექიმების, ფსიქოლოგების და გამოცდილი დედების აზრი, როგორ უნდა მომერგო ერთი მეორესთან. მე ყოველთვის ვიყავი საღამოს რვაზე მასთან და შაბათ-კვირას. ასე ვიცხოვრეთ სამი წელი, რამაც გააჩინა დედა-შვილის მიჯაჭვულობის ძალიან მნიშვნელოვანი განცდა",
- ამბობს წულუკიანი.

მისივე თქმით, ოჯახში აქვთ სხვადასხვა ტრადიციები და რიტუალები.

"ჩვენ გვაქვს ჩვენი რიტუალები, დაწყებული იქედან თუ როგორ უნდა შევიდე სახლში. მას უყვარს, როცა ხმაურიანად შევდივარ სახლში და შემომეგებება. საღამოს თამაში ნაკლებად გამომდის, ეს ჩემს ნერვულ რესურსს სცილდება. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ბევრს, რა მოეწონა
დღის განმავლობაში, რამ გააღიზიანა და ა.შ.

როცა რაღაც არ მოეწონება, ყოველთვის მეკითხება. ამას წინათ, რაგბის მოედანზე ვიყავი კაცებთან ერთად, როგორც ჩანს, ამას მოჰკრა თვალი და საღამოს, კარგად გამომკითხა: ამდენი ბიძია რომ იდგა სტადიონზე, შენ იქ რას აკეთებდიო, გაუკვირდა", - ამბობს მინისტრი.

როგორი დამოკიდებულება აქვს მერიკოს, როცა დედა სამსახურში მიდის, წულუკიანი პასუხობს: გაგრძელება
მცოდნე
10 სექტემბერი 2021 23:51
ანგელოზია. ღმერთმა გავიზარდოთ.
ნუგზარ
10 სექტემბერი 2021 14:20
ლამაზი სახელის, მერიკოს მატარებელ პატარა ქალბატონს ვუსურველ ბედნიერ და ლამაზ მომავალს, წარმატებებს და ბევრ სიხარულს პირადცხოვრებაში!
10 სექტემბერი 2021 13:42
რა საყვარელი და ლამაზი გოგონაა!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები