პაატა იმნაძის ქალიშვილმა ახალშობილი შვილის ფოტოები გაასაჯაროვა - კვირის პალიტრა

პაატა იმნაძის ქალიშვილმა ახალშობილი შვილის ფოტოები გაასაჯაროვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ქალიშვილს, ტატა იმნაძეს მეორე შვილი 3 სექტემბერს შეეძინა, ახალშობილის ფოტოები კი "ინსტაგრამზე" ცოტა ხნის წის გაასაჯაროვა.

პატარა ილია იმ დღეს დაიბადა, როცა ტატა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აიცრა.

აღსანიშნავია, რომ იმნაძის შვილები ვაქცინაციის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული და ანტივაქსერების საყურადღებოდ ლაივჩართებსაც არ იშურებდნენ.

"ძალიან მიხარია, დიდი ხანია ველოდები, მინდოდა, რომ ავცრილიყავი და როგორც იქნა, ავიცერი. დღეისათვის ამ ინფექციის პრევენციის ყველაზე კარგი საშუალება არის სწორედ აცრა. ამაზე კარგი დღეს არაფერი არ გვაქვს, ამიტომ, ყველას ვურჩევ, რომ აიცრან და ორსულებისთვისაც შესაძლებელი გახდა უკვე. საზღვარგარეთ უფრო დიდი ხანია რაც ცრიან და ვურჩევ ყველას, რომ აიცრას.

კარგად ჩაიარა ყველაფერმა, არაფერი განსაკუთრებული არ მიგრძვნია. ოდნავ ვიგრძენი თითქოს ხელში სისუსტე, მაგრამ ეგეც მგონია, რომ ფსიქოლოგიური იყო იმიტომ, რომ მალევე გამიარა"- აღნიშნა ტატა იმნაძემ "ფაიზერის" პირველი დოზით აცრისას.