"მაგიური დღე იყო... ექიმი და ნიკოლოზი ჩემს მშობიარობას ერთად იღებდნენ" - კვირის პალიტრა

"მაგიური დღე იყო... ექიმი და ნიკოლოზი ჩემს მშობიარობას ერთად იღებდნენ"

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი რამდენიმე დღის წინ გოგონას დედა გახდა. ნანუკა შვილის გაჩენიდან ოცდამეოთხე დღეს "ფეისბუქის" პირად გვერდზე მშობიარობის ემოციებსა და და საკუთარ გამოცდილებას საზოგადოებას უზიარებს:

"მართლაც გასაოცარი გრძნობაა დედობა. ბევრმა უცხო თვალმა შეამჩნია და ხშირად მეუბნებიან, თუ როგორ შემცვალა ამ მდგომარეობამ. ზოგისთვის უფრო მომხიბვლელი გამხადა, ზოგისთვის - უფრო საინტერესო. რაც მთავარია, მე თავს ამ ამპლუაში საოცრად მშვიდად და გაწონასწორებულად ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ორსულობა და ახლანდელი პერიოდიც არ ვიცოდი რა იქნებოდა, როგორ ვიქნებოდი.

თავში მხოლოდ ფილმებში ნანახი მშობიარობის სცენები მქონდა - ხმაური, ყვირილი, ოფლი, ტირილი და რატომღაც ამ დღეს, მეც ყველაფერ ამას ველოდი. თუმცა, დღემდე და გაჩენის წამიდან, ეს დღე ყველაზე ძალიან მიყვარს. მეც მიკვირს, იმდენად მშვიდად ვიყავი, იმდენად სიმშვიდე და ჩურჩულის ხმა იყო მთელ ოთახში დასადგურებული, ახლაც მიკვირს, თუმცა, ეს ყველაფერი მაინც ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მგონია.

ძალიან მშვიდად ველოდებოდი ჩემს მეგობარ აივის, რომელიც სამყარომ ჩემთვის შექმნა. არ მიტირია, როგორც ფილმებშია და მეც ასე მეგონა. ყველაზე მშვიდი და მაინც ნაცნობი ემოციით შევხვდით ერთმანეთს მე და ჩემი გოგო აივი. გაჩენის წამიდან ზუსტად ის 4 სიტყვა ვუთხარი, რასაც მთელი 9 თვის განმავლობაში ვასმენონებდი. პირველი სიტყვა იყო - მადლობა, რასაც მთელი მუცლადყოფნის პერიოდში ვეუბნებოდი, - "მადლობა, დე, რომ ასეთი კარგი ორსულობა გვაქვს. დანარჩენი 3 სიტყვა სხვა აზრის იყო. გაჩენის წამს, ის სამი სიტყვაც ვუთხარი. აივიც და მეც ერთმანეთს ვუყურებდით და გვიხაროდა ის შეხვედრა, ჩვენ ოქროს საათი გვქონდა - ამოვიყვანეთ, ცოტახანს პლაცენტასთან ერთად დავაყოვნეთ და შემდეგ მთელი ერთი საათი გულზე მეჯდა, ჩემთვის შექმნილი, სამყაროდან გამოგზავნილი მეგობარი. მე, აივი და მამა 1 საათი ვლაპარაკობდით და ვუყვებოდით მთელ პროცესს, რომელმაც საოცრად ჩაიარა და სულ კარგად გამახსენდება. დღეს, 24-ე დღეა და თუ დაიჯერებთ, იმ დღეს თავიდან გავიმეორებდი დიდი სიხარულით.

P.S. ექთანი, რომელიც გვერდით მედგა, 12 წელი იმ სამშობიაროში მუშაობდა. გავაჩინეთ და გვითხრა: i didn't imagine somebody could make labor look so good and beautiful. მართლაც, მაგიური დღე იყო - გვერდით სწორი ადამიანით. ექიმი და ნიკოლოზი ჩემს მშობიარობას ერთად იღებდნენ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, - ორი ადამიანი, რომელიც მედგა გვერდით - ერთი იყო ექიმი და მეორე ყველაფერი - ექიმიც და ექიმზე მეტიც.

მადლობა, რომ ეს დღე ასე საოცრად ჩავატარე." - წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი